გია თევდორაძემ ქუთაისში ბაგა-ბაღების დირექტორების მასობრივი გათავისუფლება გააპროტესტა.
გადაწყვეტილება პოზიციის გაუქმების შესახებ ბაღების გაერთიანებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
უმცირესობის წევრი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. გარდა ამისა, დეპუტატის განმარტებით 1 ადამიანი 5 ბაღის საქმეების გაძღოლას ეფექტურად ვერ შეძლებს.
„7 ბაგა-ბაღს ე.წ. ახალი წესდების თანახმად შეიძლება ყავდეს ერთი ე.წ. ზედამხედველი. ფაქტობრივად 5 ბაგა-ბაღზე ერთი პასუხისმგებელი პირი ნიშავს იმას, რომ ჩვენი მომავალი თაობა იქნება პრაქტიკულად პასუხიმეგებლი პირის გარეშე და ბედის ანაბარა მიტოვებული,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი თევდორაძემ.