ცნობილი იტალიელი შეფმზარეულის პირველი ქართული შთაბეჭდილებები და იტალიური კერძები ქართული აქცენტით.
კულინარმა დიდი ხნის სურვილი კახეთში აისრულა და ქართული კერძების დაგემოვნების შემდეგ ადგილობრივი ინგრედიენტების და ღვინის გამოყენებით ცნობილი და განსხვავებული იტალიური კერძები მოამზადა.
ქართული აქცენტით მომზადებულ პირველ იტალიურ ვახშამზე ენცო ნერიმ 50-მდე ადამიანს უმასპინძლა. შატოს სტუმრებმა ტარტარი, რიზოტო, ზვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძები და ორი სახის იტალიური დესერტი ქართული ღვინის თანხლებით დააგემოვნეს.
ენცო ნერი პირველი საჩვენებელი მასტერკლასის შემდეგ საქართველოში დაბრუნებას ბევრად დიდი გეგმები მომავალშიც გეგმავს.
ავტორები: სალომე ბენაშვილი, ირაკლი შეწირული.