20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
სიონის ტბაში 20 წლის ბიჭი დაიხრჩო

სიონის ტბაში 20 წლის ბიჭი დაიხრჩო. ახალგაზრდა ტბაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და წყალში გასაგრილებლად შევიდა. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბიჭს ასთმა და გულის პრობლემები ჰქონდა.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მომხდარი პირველი შემთხვევა არაა და ითხოვენ ტბაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს. მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები არ არიან, რაც დამსვენებელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

 
დღის ამბები