სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბს შეხვდა.
კახა კახიშვილმა ყოფილ კოლეგებს პრობაციის სისტემაში არსებული პრობლემები დეტალურად გააცნო.
მინისტრმა ექსპერტებთან ის ინიციატივები და შესაძლებლობებიც განიხილა, რომლის დანერგვას საკუთარ უწყებაში გეგმავს.
მინისტრის თქმით, ასეთი შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება.
„განხილული იყო ფსიქოლოგებთან დაკავშირებით თემა, ჯანდაცვის კუთხით, ასევე რესოციალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე პატიმრების დასაქმების რა მოდელი იქნება უფრო ეფექტური,“ - განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა კახა კახიშვილმა.