სუპერთასის მატჩის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება-ორივე კლუბის მხარდამჭერები მთელი დღის განმავლობაში ფან ზონებშიც აქტიურობდნენ.
კატალონიის ბარსელონას და არა მარტო ბარსელონას გულშემატკივრებმა რუსთაველის გამზირზე ის თასები გამოფინეს, რომლის მოსაგებადაც ყველაზე ტიტულოვანი გუნდები წლების განმავლობაში იბრძვიან.
რუსთაველის გამზირთან ერთად, ბარსელონას გულშემატკივრები მეიდანზეც შეიკრიბნენ. იქ მისულ ადამიანებს მატჩის და მასპინძელი ქვეყნის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს გადასცემდნენ.
სევილიას გულშემატკივრები კი ვერის ბაღში შეიკრიბნენ. მათი თქმით, სევილია გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
დღევანდელი მატჩის გულშემატკივრები ამ დროისთვის უკვე თამაშის დაწყებას დინამო არენაზე ელოდებიან. ვინც სტადიონზე ვერ მოხვდება, ისინი UEFA-ს სუპერთასის მატჩის ნახვას, ვაკის პარკში დამონტაჟებულ, დიდ ეკრანზე შეძლებენ.
ავტორები: ანა წერეთელი, დავით ერაძე, რეზო დიდბერაშვილი, დავით მჭედლიშვილი.