კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ პროვაიდერების შერწყმაზე მსჯელობა დაიწყო. სილქნეტისა და კავკაზუს ონლაინის შესაძლო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც 3 თვის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს. ანალოგიური განაცხადი მარეგულირებელში მაგთიკომმაც შეიტანა. ინტერნეტ პროვაიდერებმა გაერთიანების სურვილი ახსნეს - მათი განმარტებით, მსხვილი კომპანია უკეთესი სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს.