20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სამართალდამცველს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის მძღოლს გაჩერება მოთხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა, შეეჯახა პოლიციის ეკიპაჟს, რის შემდეგაც ცივი იარაღით ორ პოლიციელს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა.

მას ამ დრომდე ეძებენ. დაკავებულია მისი თანმხლები 19 წლის ახალგაზრდა. მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები