დღეს დიდგორობაა. სახალხო დღესასწაულს ადგილობრივები დიდგორის ველზე აღნიშნავენ. იქ იმყოფებიან მათავრობის წევრებიც. შეკრებილებს პრემიერმინისტრმაც მიმართა.
პირველმა პირებმა სიტყვით გამოსვლისას დიდგორის ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. დღეს სამშობლოსათვის გაწეული სამსახურისთვის სამ სამხედრო მოსამსახურეს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა დიდგორის ჯვრის მედლები გადასცეს.
დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით დიდგორის ველზე სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.