საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასსა და რუმინეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ პონტას ყვარელში უმასპინძლა.
სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა. პრემიერმინისტრები ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.
ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერმინისტრები, UEFA - ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.