20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ხმაურის ფონზე დამტკიცებული მირზა შაფის პროექტი თბილისის ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს

პროექტი, რომელიც საკრებულოში ხამურის მიზეზი არაერთხელ გახდა, თბილისის ისტორიული უბნის განაშენიანებას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, მირზა შაფი ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს. ადგილზე, სადაც რამდენიმე წლის წინ მოსახლეობა ბარაკებში ცხოვრობდა, მასშტაბური სასტუმრო და გასართობი კომპლექტი უნდა გაშენდეს.

პროექტის მიხედვით, მირზა შაფის ქუჩაზე დაახლოებით 10 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სრულად ათვისება იგეგმება, სადაც სასტუმრო კემპინსკი უნდა განთავსდეს.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ კრიტიკის მიუხედავად, მშენებელობა, რომელიც მირზა შაფის ქუჩაზე განხორციელდება, ტერიტორიას მნიშვნელოვნად განავითარებს.

პროექტში უკვე გათვალისწინებულია შენიშვნები და შენობის მასშტაბები რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრით შემცირებულია.

ავტორები: ეკო მაღრაძე, გიორგი ცანავა, ვალერ ქველაძე, თამარ შალოშვილი. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები