20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
რუსი სამხედროები დუშეთის რაიონში

რუსი სამხედროები დუშეთის რაიონში-დღეს ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, სადაც შეიარაღებული ჯარისკაცებია აღბეჭდილი. ამ მასალიდან კი ცნობილი ხდება, რომ ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხშირად გადაადგილდებიან. ამჯერად რუსი სამხედროები მამათა მონასტერში იმყოფებოდნენ.

ფოტო ერთ-ერთმა მომლოცვლემა 18 წლის ახალგაზრდამ გადაიღო და დაწერა, რომ ბერებს ავიწროვებენ.

მოგვიენებით მონასტრის იღუმენმა რაიმე უთანხმოების შემთხვევა გამორიცხა და განმარტა, რომ ზოგადად რუს სამხედროებს მათთან კარგი ურთერთობა აქვთ.

ლომისის მამათა მონასწტერში პირად საუბრებში აცხადებენ, რომ რუსი სამხედრეოები მონასტრის ხშირი სტუმრები არიან.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემა არა მარტო რუსი სამხედროების გადაადგილებაა ამ კონკრეტულ პერიმეტრზე, არამედ მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნაც არის. ფაქტს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

ნაციონალურ მოძრაობაში კი მიაჩნიათ, რომ რუსეთის მხრიდან გააქტიურებლიი პროვოკაციები ხელისფელბის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

ავტორები: სოფო ზურაბიანი. 

 
დღის ამბები