საფრთხის შემცველი გადაადგლების საშუალებები შესაძლოა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აქციის მიზეზი უახლოეს დღეებში გახდეს. გურამიშვილის გამზირზე, 12 ა ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული პანდუსები, მათი შეფასებით, უსაფრთხოებისა და გადაადგილებისთვის აუცილებელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ნაძალადევის გამგეობას პრემიერის ბრძანების დარღვევასა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. 37 ათასიანი პროექტი მთავრობის 41-ე დადგენილებას უგულვებელყოფს, სადაც პანდუსის დახრის კუთხე, მოტრიალების სივრცე, შესვენებისთვის განკუთვნილი ადგილი თუ უსაფრთხოების პარამეტრები, დეტალურადაა გაწერილი.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.