20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ფოთში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო

ფოთში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო.  22 წლის მამაკაცი ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ის ტალღამ გაიტაცა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.  

ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის. როგორც კურიერთან საუბრისას მალთაყვის რაიონში ფოთის მერიის წარმომადგენელი აცხადებს სამძებრო სამუშაოები ძლიერი ღელვისა და უამინდობის გამო დაწყებისთანავე შეწყდა.

22 წლის ახალგაზრდის ძებნა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სავარაუდოდ ხვალ განახლდება. 

 
დღის ამბები