პრემიერი ბორჯომში ტიმოთესუბნის 800 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება. უწმინდესმა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი გადაიხადა.
მას ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვით მიმართა. დღესასწაულს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.