20 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"მრცხვენია ჩემი საქციელის გამო"-გიორგი კარბელაშვილი დეპუტატის მანდატის დატოვებაზე საუბრობს

გიორგი კარბელაშვილი სადეპუტატო მანდატის დასათმობად მზად არის. პარლამენტის წევრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს წუხილს 9 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო და ბოდიშს იხდის. ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე ბოდიშის მოხდას ითხოვს ირაკლი ღარიბაშვილისგანაც. დეპუტატმა დღეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო ცნობაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კარბელაშვილს ნარკოტიკული ზემოქმედება არ დაუდგინდა.

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო 9 აგვისტოს მომხდარ ფაქტს და კიდევ ერთხელ მოვიხადო ბოდიში ჩემი საქციელის გამო, რადგან ნასვამი მანქანის მართვა და პოლიციელებისათვის დაუმორჩილებლობა მითუმეტეს პარლამენტარისათვის სრულიად შეუფერებელი საქციელია. მრცხვენია ჩემი საქციელის გამო და ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარი ამომრჩევლების, საკუთარი კოლეგების, საზოგადოების წინაშე და როგორც მამა, ჩემი შვილების წინაშე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამო მზად ვარ საჭიროების შემთხვევაში დავტოვო პარლამენტი და უარი ვთქვა სადეპუტატო მანდატზე. აქვე მინდა გამოევხმაურო ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მე თითქოს ნარკომანი, კრიმინალი და თავზეხელაღებული ვარ, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ცნობა, რომლის თანახმადაც მე არც 9 აგვისტოს, ინციდენტის დროს და არც არასდროს არ ვყოფილვარ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. სწორედ ამ ოფიციალური ცნობის საფუძველზე კატეგორიულად ვითხოვ ღარიბაშვილისგან ბოდიშის მოხდას, რადგან მან ჩემი ღირსება შეურაცხყო,"-აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.  

 
ამავე თემაზე
დღის ამბები