20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
მეხუთე გატაცება ერთი თვის მანძილზე-საოკუპაციო ზონიდან 36 წლის მამაკაცი გაიტაცეს

კიდევ ერთი გატაცებული საოკუპაციო ზონიდან. მამუკა სამხარაძე ცხინვალის იზოლატორში უკვე მესამედ მოხვდა. ოჯახმა ამის შესახებ თანასოფლელისგან შეიტყო, ცხინვალიდან კი მათ ჯერ არავინ დაკავშირებია. 36 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით შეშის შეგროვების დროს დააკავეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გატაცების უკვე მეხუთე შემთხვევაა.

მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მოლაპარაკების ფორმატის გარდა სხვა ბერკეტი ხელისუფლებას არ გააჩნია, ოპოზიცია კი ხელისუფლებას სწორედ ამ ბერკეტების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს. 

საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე განსხვავებული პოზიცია აქვს პაატა ზაქარეიშვილს, სახელმწიფო მინისტრი ფიქრობს, რომ ოკუპანტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად იზოლირებულები არიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები