20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
23 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღეს 23 წელი შესრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, ე.წ.-მა „აფხაზურმა გვარდიამ", პირველად სწორედ 14 აგვისტოს გაუხსნა ცეცხლი ოჩამჩირის რაიონში, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა.

1993 წლის 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა, 300 ათასი კი დევნილად იქცა.

 
დღის ამბები