10 სახანძრო ბრიგადა იყო მისული ჩუღურეთის რაიონში მდებარე შიო არაგვისპირელის შესახვევში. ცეცხლი აქ მდებარე ბარაკის ტიპის სახლებს წაეკიდა. სულ დამწვარია 10-მდე საცხოვრებელი სახლი.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ისინი მერიისგან დახმარებას ითხოვენ.