სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები იკრიბებიან ამ წუთებში თამარაშვილის ქუჩაზე. ისინი თბილისის მერიისგან მათთვის გამოყოფილი დახმარებების დროულად მიწოდებას ითხოვენ.
13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულები ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია დავით ნარმანიას გუშინდელი განცხადებები სვანიძის ქუჩისა და სხვა ტერიტორიის სტიქიის ზონად გამოცხადების შესახებ და მერთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვასაც არ გამორიცხავენ.