20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ხმაური თამარაშვილის ქუჩაზე - სტიქიით დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თამარაშვილის ქუჩაზე, 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებმა გზა გადაკეტეს. სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებების დროულად მიწოდებას ითხოვენ.

მათი პროტესტი გუშინ დედაქალაქის მერიაში გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, სადაც სვანიძის ქუჩის სტიქიის ზონად გამოცხადებაზე ითქვა. მათი თქმით, არ არსებობს კომუნიკაცია ადგილობრივებსა და მერიას შორის.

საპროტესტო აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდა ვაკის რაიონის გამგებელი. ლაშა აბაშიძე ქალაქის მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის პრობლემას კატეგორიულად გამორიცხავს.

"ქონების მართვის სააგენტოში" კი აცხადებენ, რომ სვანიძის ქუჩაზე დაზარალებულ 19-ივე ოჯახს კომპენსაციის შესახებ შეთავაზებები გადაცემული აქვთ.  

აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. თუმცა, მომავალი კვირიდან მოსახლეობა ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავენ. 

 
დღის ამბები