სემეკმა თელასის განაცხადის განხილვა დაიწყო. პოლიტიკური პარტიების წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 36 მილიონი ხელოვნურად გაზრდილი თანხაა, რაც მათივე მტკიცებით, თბილისელებისთვის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის წინაპირობაა. ისინი თელასის აქტივებიდან მიღებული თანხის გათვალისწინებას მოითხოვენ.
ექსპერტები ტარიფის გაზრდას პროგნოზირებენ. ნაწილი მათგანი შემოდგომაზე არც დენის გრაფიკის შემოღებას გამორიცხავენ.
ელექტროენერგიის ტარიფის მოსალოდნელ გაზრდას ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი სემეკის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
მას შემდეგ რაც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ტარიფთან დაკავშირებულ თელასის ყველა დანახარჯს განიხილავს, თბილისის მაცხოვრებლებისთვის დენის ახალ საფასურს გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილებისთვის სემეკს ვადა დეკემბრამდე აქვს.
ავტორი: ეკა მაღრაძე.