საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ითხოვს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბარაკებში მცხოვრები 24 ოჯახი.
დასახლება ქალაქის პრესტიჟულ უბანში, არქეოლოგიური მუზეუმის გვერდით მდებარეობს, თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად ბარაკებიდან მოსახლეობის განსახლების პრობლემა რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ დღემდე საერთო სველი წერტილით სარგებლობს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი წვიმიან ამინდში იქმნება. ისინი ბათუმის მერიისგან დახმარებას ითხოვენ. დღეს საპროტესტო აქცია მათ უფლებადამცველებთან ერთად გამართეს.