თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობის წევრები წყალმომარაგების კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის ქსელების აღდგენისას დაზიანებული საფარის ხელახალი მოწყობა, დედაქალაქში გაუმართავი ქსელების არსებობა, სამუშაოების ხარისხის გამოსწორება, საკანალიზაციო ჭების გზის ნიშნულებთან მოყვანის აუცილებლობა და სხვა.
მხარები შეთანხმდნენ, რომ კომპანია GWP-ს წარმომადგენლები, გამგებლების მიერ წარმოდგენილ პრობლემატურ საკითხებს ადგილზე გაეცნობიან და შესაბამის ზომებს მიიღებენ.
ამასთან, განისაზღვრება 2016 წლის სამოქმედო გეგმა. დავით ნარმანიას განცხადებით, პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია კომპანიის მხრიდან ინვესტიციების გაზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გადაჭრა ვერ მოხერხდება.