გიგი უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამოაზრეები და ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს საღამოს სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.
მათ ციხესთან უგულავას მერობის დროს თბილისში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერები გამოფინეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს დაბადების დღე მიულოცეს.
უგულავას თანამოაზრეები დარწმუნებული არიან, რომ უკანონო პატიმარი უგულავა, უახლოეს მომავალში, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, გათავისუფლდება.