20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
სადგურ ნატანებში მგზავრები გზის გაგრძელებას რამდენიმე საათი მატარებელში ელოდებოდნენ

ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო ოჩხამურთან, მიზეზი გვიან ღამით მომხდარი ინცინდენტი გახდა.  

როგორც კურიერთან საუბარში, ქობულეთის რკინიგზის სადგურის მორიგემ, ტარიელ კოპალეიშვილმა განაცხადა, სატვირთო მატარებლის თბომავალს ერთ-ერთი სავალი ნაწილი გაუფუჭდა და ის ნატანებისა და ოჩხამურის სარკინიგზო მაგისტრალზე გაჩერდა. ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი სადგურ ნატანებში 4 საათი, ხოლო თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი კი 2 საათი იდგა, რამაც მგზავრების პროტესტი გამოიწვია.

 
დღის ამბები