20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში დამონტაჟებულ პანდუსებს ომბუდსმენი აკრიტიკებს

შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის თბილისში, ნაძალადევში, რამდენიმე კორპუსში მოწყობილი პანდუსების ხარისხს სახალხო დამცველი აკრიტიკებს.

უჩა ნანუაშვილის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

"საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, მაგრამ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალიდან ნათლად ჩანს, რომ დამონტაჟებული კონსტრუქცია არ შეესაბამება უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტს და ვერ უზრუნველყოფს პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ნებისმიერი საქმიანობის ფარგლებში, მკაცრად დაიცვან საკანონმდებლო აქტებით დაწესებული მოთხოვნები" - აღნიშნულია განცხადებაში.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები