02 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ხანძარი გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში

გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში, გიგანტის დასახლებაში, ხანძარი იყო. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან ახლოს გაჩნდა, რის შედეგადაც დაზარალდა სამი მოსახლე.

თბილისიდან ჩასული სამაშველო ბრიგადები ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობენ.

ხანძრის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობა გახდა.

 
დღის ამბები