პურის ფასის მოსალოდნელი ზრდის შესახებ პურის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია იფქლი საუბრობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ფქვილის შემოტანის ალტერნატიული წყაროები არ გაჩნდა, პურის ყველა სახეობაზე 10 თეთრიანი მატება გარდაუვალია.
პურის მწარმოებლები მონოპოლიზაციაზეც საუბრობენ. იფქლის ხელმძღვანელი ხელს ყველაზე მსხვილ იმპორტიორს აგრიკომს ადებს და შესასყიდ ფქვილზე ფასის ხელოვნურ მატებაში ადანაშაულებს.
აგრიკომში კი აცხადებენ, რომ ბრალდება აბსურდულია, თუმცა კომპანიაში არც ფქვილის ფასის მატებას უარყოფენ და ამის მიზეზებს განმარტავენ.
ფასის ზრდას არც პურპროდუქტების მწარმოებელ ასოციაციაში გამორიცხავენ. გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიღებენ, თუმცა ხორბლის იმპორტიორთა ასოციაციაში პურის ფასის მოსალოდნელ ზრდას ფქვილის ფასთან ერთად ლარის გაუფასურებასაც უკავშირებენ.
ავტორი: ანა წერეთელი