20 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
სოფელ კრწანისში უკანონო სასაკლაოს ტერიტორია გაწმინდეს

დაბინძურებული ტერიტორია სოფელ კრწანისის მიმდებარედ დღეს შეწამლეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენებმა თხუთმეტი ძროხის ნარჩენები მიწაში დამარხეს. სააგენტოს წარმომადგენლები სოფელ კრწანიში მას შედეგ ჩავიდნენ, რაც კურიერში უკანონო სასაკლაოს შესახებ სიუჟეტი გავიდა. სააგენტოს ქვემო ქართლის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ საქონელი ჯერ მოიპარეს, მოგვანებით კი სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლეს და რეალიზაცია მოახდინეს. 

ტერიტორიაზე დღეს დილიდან მივიდა სოფლის რწმუნებულიც. ბესიკ ლიპარტელიანი ვარაუდობს, რომ ხორცის რეალიზება გარე ვაჭრობის ობიექტებში მოხდა. რწმუნებული განმარტავს, რომ მსგავსი ობიექტების შემოწმება გარდაბნის რაიონის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა.

გარდაბნის რაიონის გამგებელი კი აცხადებს, რომ რაიონში გარე ვაჭრობის ფაქტები შემცირებულია.

მარტო ამ სეზონზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ობიექტების შემოწმების შედეგად ამოღებული, რამდენიმე ასეული კილოგრამი საქონლის ხორცი გაანადგურა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამარტავენ, რომ მოპარულ საქონელთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარებს.

ავტორი:სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები