02 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში მამაკაცი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში. ავარია ნატანები-ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალის გურიანთის მონაკვეთზე მოხდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

მამაკაცის ცხედარი ბათუმის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტით მოძრაობის წესის დარღვევაზე მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები