პურის გაძვირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები რამდენიმე დღეში მიიღებენ. მანამდე კი ისინი სხვადასხვა უწყებაში შეხვედრას ელოდებიან, სადაც არსებული ვითარება უნდა განიხილონ.
თუმცა, ამ ეტაპზე პურ-პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ფინანსთა სამინისტროში.
შემოსავლების სამსახურში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ბრალდება, თითქოს პურ-კომბინატების მიერ შესასყიდ ფქვილზე ფასის მატება ხელოვნურად, საბაჟო ტერმინალებში ტვირთის დაყოვნებით და პრობლემების შექმნით იქმნება, აბსურდულია.