პურის გაძვირების შემდეგ ქვეყანაში ფასმა შესაძლოა, სხვა პროდუქტებზეც მოიმატოს, - ამის შესახებ ანალიტიკოსები საუბრობენ.
ისინი მომხდარის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათ შორის ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების მატებას.
ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მონოპოლიზების მცდელობასაც ასახელებს.
შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად კი ექსპერტები ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკის შეცვლას მიიჩნევენ.
"ისეთი სიტუაციაა, რომ თითქოს ვიღაც სპეციალურად ცდილობს, ამ ბიზნესში ვიღაც დაბლოკოს და მთავრობასთან შეთანხმებით მონოპოლიური პოზიცია დაამყაროს," - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა კურიერთან საუბრისას.