ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, გიორგი ანწუხელიძის სოფელში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ჩავიდნენ.
მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ქართველი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ანწუხელიძის სახლშიც მივიდნენ და მისი ოჯახის წევრების პრობლემებს გაეცნენ.