მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ხსოვნას თავისუფალმა დემოკრატებმა პატივი მიაგეს.
ირაკლი ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა საფლავი გვირგვინით შეამკეს. მათ გიორგი ანწუხელიძის გმირობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
"გიორგი ანწუხელიძე ჩვენი სულის უტეხობის სიმბოლოა," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.