ყვარლის მუნიციპალიტეტის გაბგებლისთვის ამ დრომდე უცნობი იყო, რომ ისტორიულ ზონაში განადგრებულია მიმანიშნებელი აბრები, დამტვრეულია სკამები, დეკორატიული ურმები და გარე განათების სისტემა.
კიდევ ერთი ობიექტი, რომელზეც გუშინ კურიერის სიუჟეტში იყო საუბარი თელავში ვახვახიშვილების სასახლეა. ამ შენობას პირველი რეაბილიტაცია 2011 წელს უკვე ჩაუტარდა, თუმცა ახლა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით თითქმის განადგურებული ისტროული ძეგლის რეაბილიტაციისთვის დღეს სასწრაფო წესით უკვე გამოცხადდა ტენდერი.
ჯერ კიდევ უცნობია როდის დაიწყება იყალთოს სამონასტრო კომპლექსისკენ მიმავალ გზის რეაბილიტაცია.
კახეთში ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციისთვის გუბერნატორმა გუშინ გვიან საღამოს გავრცელებული ინფორმაციით უკვე დაიბარა მუნიციპალიტეტების გამგებლები. კურიერის ინფორმციით, გუბერნატორმა მათ ყველა ტურისტული ობიექტის მოწესრიგება დაავალა.