ბორჯომის ცენტრში რამდენიმე დღეა იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. მილიონნახევარი ლარის ღირებულების პროექტი ორადორი კონკურსანტიდან ერთ-ერთს, არქიტექტორ გიორგი ხუციშვილს ეკუთვნის და ის სტალინური არქიტექტურის ასლია.
საბჭოთა არქიტექტურის სტილში აშენებული ბორჯომის იუსტიციის სახლი განსხვავებულია არამხოლოდ აქამდე აშენებული იუსტიციის ყველა სახლის, არამედ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტებისგანაც.
ბორჯომში იუსტიციის სახლის აშენების ინიციატივა გედევან ფოფხაძეს ეკუთვნის. ბორჯომის მაჟორიტარი აქტიურად იყო ჩართული თანხის მოძიების საქმეშიც და არ მალავს, გადაწყვეტილების მიღებაშიც. მას მოსწონს შენობა და მზად არის იკამათოს რით იყო სტალინური არქიტექტურა ცუდი.
2016 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა ლაგოდეხში, მცხეთასა და ახალქალაქში. წელს კი ახალი იუსტიციის სახლები თიანეთსა და ყაზბეგში გაიხსნება.
ავტორი: მაია ლომიძე.