მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. ფერიცვალების დღეს ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წირვას დილის ათ საათზე სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში აღავლენს.
ფერიცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
როგორც ცნობილია, ისრაელში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას, მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერიცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.