12 ათას ლარიანი დავალიანების გამო აფხაზეთის ხმას დილიდან რადიო მაუწყებლობა შეუჩერეს. კომპანიაში ამბობენ, რომ სეზონთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო, მათ გადახდის ვადის გახანგრძლივება მოითხოვეს. აფხაზეთის ხმის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ ზეწოლად აფასებენ. მათი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება სხვა კომპანიებსაც ჰქონდათ, მუშაობის უფლება მხოლოდ აფხაზეთის ხმას შუეჩერდა. რადიო კომპანია მაუწყებლობის აღდგენას და თანხის ეტაპობრივად გადახდის უფლებას ითხოვს.