20 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
პურის გაძვირების მიზეზებზე ფქვილის იმპორტიორები ღიად საუბრობენ

პურის გაძვირების საფრთხეზე ბიზნეს კურიერს ინფორმაცია ჯერ კიდევ 3 თვის წინ მიაწოდეს. მაშინ შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემას ფარულად შეატყობინა, რომ ფქვილის იმპორტიორებისათვის საბაჟოზე პრობლემების შექმნით სხვა კონკრეტული კომპანიების ლობირება იგეგმებოდა. მალე ბიზნეს კურიერს იმპორტიორებმაც მიმართეს. მთავარი პრობლემა რეგულაცია იყო, რომლის მიხედვითაც საბაჟოზე შემოსულ ფქვილს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა, ვადები კი არ იყო გაწერილი.

შემოსავლების სამსახურში ბრალდებებს უარყოფენ და განმარტავენ, რომ საბაჟოზე პროცედურები არ ირღვევა. პარალელურად იმპორტიორებისა და მწარმოებლებისათვის დამატებითი რეგულაციები ამუშავდება პირველი სექტემბრიდან. სურსათის უვნებლობის სამსახურში განმარტავენ, რომ რეგულაცია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას უკავშირდება.

საპირისპიროს ამტკიცებენ სპეციალისტები. ახალი რეგულაციების შემოღება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში მათი აზრით გაუმართლებელია.

ფქვილის ფასი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 37-დან 43 ლარამდე გაიზარდა. მწარმოებლები პურის დაახლოებით 10 თეთრით გაძვირებაზე ღიად საუბრობენ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები