თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქს სერიოზული პრობლემები არ შეუქმნა, თუმცა წვიმის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდული იყო.
წვიმის შედეგად დელისის მიმდებარე ტერიტორია, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი–ნაძალადევში არსებული რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ძლიერი წვიმის შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემები ვაკე-საბურთალოზე იყო. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რაიონიდან გამოძახება არ დაფიქსირებულა.
მერიისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ვერეს ხეობასა და სვანიძის ქუჩაზე სიმშვიდე იყო.