ჭალაადის მყინვართან უკრაინელ ტურისტებს მაშველების დახმარება დასჭირდათ. გულბის უღელტეხილზე უკრაინელი ტურისტების 5-კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთს ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
112-ში შესული შეტყობინების შემდეგ ადგილზე მესტიის განყოფილების მაშველები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფთან ერთად ავიდნენ.
სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მაშველებმა ტურისტები მესტიაში უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.