20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მას ხვალიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271 მეტრია. ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ კაშხლის ახალი სტატუსი რეგიონში ტურისტების რაოდენობას გაზრდის.

ავტორი:ნატა მახვილაძე

დღის ამბები