20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
გარემოს დაცვის სამინისტროს დოკუმენტი სტიქიის ზონის შესახებ მერიას გადაეგზავნა

გარემოს დაცვის სამინსიტროს მიერ სტიქიის ზონის შესახებ მომზადებული დასკვნით საბოლოოდ განისაზღვრება ტერიტორიები, სადაც მოსახლეობისთვის საცხოვრისი უსაფრთხო იქნება. არ არის გამორიცხული ამ დასკვნამ უკვე აღწერილი დაზარალებული ოჯახების კატეგორიები შეცვალოს, რაც მათი პირველი კატეგორიიდან მეორეში ან პირიქით მოხვედრას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით შესწავლის შედეგები უცნობია, დოკუმენტი უწყებამ დედაქალაქის მერიას უკვე გადაუგზავნა.

დაიწყება თუ არა დაზარალებულების ქონების ხელახალი აღწერა, რომელიც დამატებით დროსთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული დედაქალაქის მერიაში ჯერ არ საუბრობენ. ადგილობრივ ხელისფლებაში სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნას მას შემდეგ გაასაჯაროვებენ, როცა შედეგებს თავდაპირველად თავად დაზარალებულები გაეცნობიან, სავარაუდოდ ეს ხვალ მოხდება.

ავტორი:ნათია მღებრიშვილი

 
დღის ამბები