20 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ჟინვალთან მომხდარ ტრაგედიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადანაშაულებენ

ჟინვალის 28-ე კილომეტრზე კლიდან ჩამოყრილმა ლოდებმა 10 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კლიდან ათეულობით ლოდი ერთდროულად მოწყდა, ქვები თბილისისკენ მიმავალ ავტომობილს დაეცა, რომელშიც ჩიხაშვილების ოჯახის 6 წევრი იჯდა.

იმ მონაკვეთზე, სადაც ტრაგედია მოხდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობას უკავშირებენ.

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე კლდის ჩამოშლის ფაქტები ხშირია. ამას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.

გამგებლის მოადგილე კლდის ხელოვნური გაწმენდის აუცილებლობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აკისრებს, რომელიც ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. სამინისტროში კი გამოძიების შედეგების დასრულებას ელოდებიან და მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ.

გამოძიებას შსს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით აწარმოებს.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

 
დღის ამბები