სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონი დააზარლა. დასეტყვილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და განადგურებულია მოსავალი.
სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც სოფელ სანავარდოში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც.
ერთ-ერთი ხე მანქანას დაეცა, რომელშიც ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, თუმცა არ დაშავებულა.
ანალოგიური ვითარებაა პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოშიც. აქ სტიქიის შედეგად შინაური ფრინველი დაიხოცა და მოსავალი განადგურდა.
ახმეტის რაიონში მეწყერიც ჩამოწვა. მიწის ჩამოშლის შედეგად ომალო-ლეჩურის დამაკავშირებელი გზა ჩაიხერგა.
სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ზარალის დათვლა, სავარაუდოდ, დღეს დაიწყება.