სტიქია ლაგოდეხის რაიონში. წვიმამ, ქარმა და ძლიერმა სეტყვამ ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურა.
მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი სეტყვა რეგიონში წლებია, არ ყოფილა. სოფელ ბოლქვში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორილია.
ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე კი ერთ-ერთ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიამ სოფელ გიორგეთის მოსახელობას მოსავლის 90% გაუნადგურა. აქ ამ დრომდე არ აქვთ ელექტროენერგია. მოსახელობას არ მიეწოდება გაზიც.
სტიქიის ზონებში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ადგილზე ბრიგადების ჩასვლა თბილისიდანაც გახდა საჭირო. დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ძლიერმა ქარმა ლაგოხედი-ყვარლის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წააქცია, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა.