ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი დღეიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონია დღეს სოფელ ჯვარში გაიმართება. ღონისძიებას ხელისუფლების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლია, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა.