20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ რეგიონი მნიშვნელოვნად დააზარალა.

ყველაზე რთული მდგომარეობა ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოშია. იქ სეტყვას თან ძლიერი ქარიც დაერთო, რის გამოც საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, სტიქიის შედეგებს ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ გაუმკლავდებიან და ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება დასჭირდებათ. 

სოფელში არსებულ ვითარებას სოფლის მეურნეობის მინისტრი გაცენო.

მისი თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი გამოყენებული იყო, მაგრამ "გვიანი იყო, რადგან სეტყვა საქართველოს ტერიტორიაზე ფორმირებული შემოვიდა". 

 

 ავტორი: დავით ქაშიაშვილი

 
ამავე თემაზე
დღის ამბები