კახეთში ძლიერმა სეტყვამ რეგიონში 2000 ჰექტარი ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ახალსოფელში, სადაც ვენახები თითქმის მთლიანად განადგურდა.
ახალსოფელში ადგილობრივები აცხადებენ, რომ სტიქიის შედეგად ისინი რამდენიმე ათასი ლარით დაზარალდნენ.
კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი