13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისგან რეაბილიტაციისათვის თანხებს ითხოვენ.
დახმარების მოლოდინში სვანიძის ქუჩაზე კიდევ 20-მდე ოჯახია.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ კომპენსაცია ქუჩაზე მცხოვრებმა მხოლოდ 4-მა ოჯახმა მიიღო. თუმცა, ზოგიერთისთვის მიღებული თანხა საცხოვრებლის შესაძენად არასაკმარისია.
სვანიძის ქუჩა, სავარაუდოდ, ერთ-ერთია, რომელიც სტიქიის ზონაში მოხვდა.
თუმცა, ადგილობრივებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.
გარემოს დაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ დოკუმენტი მერიაში უკვე გადაგზავნილია.
პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში მერიას ოპონენტები ადანაშაულებენ.
მათი თქმით, კომპენსაციებისთვის საკმარისი თანხა არსებობს. თუმცა, ხელისუფლება თანხის დაზოგვას დაზარალებულების ხარჯზე გეგმავს.
ავტორი: ეკო მაღრაძე